суббота, 1 октября 2016 г.

მეცხრე დღე

 დღევანდელი დღე იყო  ძალიან დატვირთული. გავეცანით ერთმანეთის პროექტებს, რაც ძალიან საინტერესო იყო.  ვისწავლეთ ატვირთვა და გამოქვეყნება , გავეცანით რუბრიკას, თუ რას  უნდა აკმაყოფილებდეს პროექტი.
    ეს ტრენინგი საინტერესო და ბევრის  მომცემი იყო.
     მადლობა ტრენერს!

ჩემი პროექტის პორტფოლიო

воскресенье, 25 сентября 2016 г.

მერვე დღე

დაღევანდელი დღე დავიწყეთ აქტივობით  დაფიქრდი,დაწყვილდი ,გაუზიარე. სადაც განვიხილეთ მოსწავლის ნიმუშებ ი. შემდეგ განვიხილეთშეფასების რუბრიკები. იყო მოწოდებული საინტერესო თამაშები და გადავხედეთ პროექტის გეგმას. განხილული საკითხები იყო საინტერესო.

суббота, 24 сентября 2016 г.

მეშვიდე დღე

დღეს ვიმუშავეთ  მოსწავლეთა  შეფასების  სტრატეგიებზე'.მოსწავლეთა და გეგმისა  ნაშრომის განხილვაზე. ვფიქრობ ეს საკითხები მნიშვნელოვანია პროექტის მსვლელობის დროს

воскресенье, 18 сентября 2016 г.

მეექვსე დღე

დღევანდღელი დღე დავიწყეთ წყვილებში მუშაობით. ერთმანეთის პრეზენტაციები მოვისმინეთ.ამ აქტივობით ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ვისწავლეთ როგორ ავტვირთოთ მომზადებული პრეზენტაცია  ბლოგზე და როგორ დავაკორექტოროთ. ვიყავით მოსწავლის როლში და გავაკეთეთ სლაიდ შოუ, თუ როგორ უნდა შექმნას პროდუქტი მოსწავლემ . ასე რომ დღევანდელი დღე იყო ძალიან დატვირთული და პროდუქტიული

პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია

суббота, 17 сентября 2016 г.

მეხუთე დღე

დღეს გავეცანით როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტი პტოექტიის მიმდინარეობის  დროს. როგორ მოვძებნოთ ესა თუ ის ინფორმაცია გუგლში ანუ გავეცანი სგუგლში მუშაობის ხერხებს . რაც ვფიქრობ ძალიან საჭირო და აუცილებელი ინფორმაცია იყო. გავეცანით თუ  როგორი დავალებები უნდა მივცეთ მოსწავლეებს შედეგი ეფექტური რომ იყოს. ძალინ მომეწონა რჩევები და მეთოდები უკუკავშირისათვის, რომელიც ძალიან ეფექტური იქნება როგორც პროექტის მსვლელობის დროს, ისე  საგაკვეთილო პროცეშშიც..ვეცდები პროექტი  ისე დავგეგმო რომ ჩემს  მოსწავლეებს განვუვითარო 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევები.. 

суббота, 10 сентября 2016 г.

დღე მეოთხე

  დღეს  ტრენინგზე განვიხილეთ  პროექტის  შეფასების მეთოდები. აგრეთვე რა შეფასება გამოვიყენოთ რომ დავადგინოთ მოსწავლეთა საჭიროებები. ორივე საკითხი აქტუალური არისპროექტზე მუშაობისათვის. მომეწონა სლაიდებზე მუშაუბა. ამ ყველაფერს სახლში კარგად დავამუშავებ და კარგად მომზადებულ საშინაო დავალებას მოვიტან შემდეგ მეცადინეობაზე.
           გილოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას!

среда, 7 сентября 2016 г.

დღე მესამე

დღეს გავეცანით როგორ  შევარჩიოთ საგნობრივი სტანდარტები ჩვენი პროექტისთვის,  როგორ ამოვწეროთ  ეროვნული სასწავლო გეგმიდან. .აგრეთვე როგორ დავსვათ საკვანძო კითხვები . ტრენინგი იყო ძალიან დატვირტული  და საინტერესო. ძალიან კარგი იყო პრაქტიკული სამუშაო კითხვების დასმაზე. ვისწავლეთ ზოგადი, თემატური, და შინაარსობრივი კითხვების დასმა. ვფიქრობ გავერკვიე ამ საკითხში. ამ ყველაფერს გავითვალისწინებ ჩემი პროექტის შექმნის დროს..და ვეცდები გამოვიყენო სასწავლო პროცესში.
    მომეწონა შესვენებაზე ჩარარებული  თამაში.ამ თამაშს კი აუცილებლად ვასწავლი  ბავშვებს 

воскресенье, 4 сентября 2016 г.

მეორე დღე

დღეს ვისწავლეთ სასწავლო პროექტების მახასიათებლები,და გავიგე თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სასწავლო პროექტი. აგრეთვე ვიმუშავეთ ბროშურის შამბლონზე, ვნახეთ წინასწარ მომზადებული შამბლონები , რომელიც ძალიან მომეწონა.  და შევქმენით ბლოგები,   დღე იყო ძალიან საინტერესო დადატვირთული. ვეცდები ეს მიღებული ცოდნა გამოვიყენო ჩემს მუშაობაში,